თეგებით ძიება

„ასე თავისუფლად უნდათ გრიალი ბიჭებს - თან მოიხმარ, თან მოიპარავ“ - ნათია მეზვრიშვილი

გარდა იმისა, რომ ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების ვალდებულება მოიხსნეს ბიჭებმა, ათასობით ადამიანს, რომელიც ათეულობით წელია ამ „შეურაცხმყოფელ და უხერხულ“ პროცედურას გადის, უთხრეს, თქვენთვის შეურაცხყოფა და უხერხულობა მოსულაო,- ამის შესახებ პარტია „საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ე.ი. რა გააკეთა ოცნებამ ნარკო-ტესტებზე: 

ვენეციის კომისიამ კორუფციის კანონის შეფასებისას დეკემბერში თქვა, სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმება ადამიანის უფლებაში ჩარევაა და ასეთი ჩარევა ლეგიტიმური მიზნით უნდა ხდებოდესო (ადამიანის უფლებების ანა-ბანაა და სწორია). ანუ, შემოწმება შესაძლებელია (უფრო მეტიც, სტრასბურგმა დაადგინა, რომ შესაძლებელია), უბრალოდ კანონის ჩანაწერი ნათელი გახადეთ და დააკონკრეტეთ მაგ.: რატომ ვერ შეასრულებს ნარკოტიკების მომხმარებელი ანტი-კორუფციულის უფროსი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქციასო ან თანამდებობის პირს კორუფციაზე თუ ამოწმებ, რა შუაშია ნარკოტიკების მოხმარებაო. ლეგიტიმური მიზანი დააკონკრეტეთო. თუ ნათელს არ გახდით ან არ დააკონკრეტებთ, რაც წერია, ის არ ვარგა და ამოიღეთო. 

და რა ქნა ოცნებამ? გააუქმა თანამდებობის პირის მიერ ანტი-კორუფციული ბიუროსთვის ნარკოლოგიური შემოწმების შედეგების წარდგენის ვალდებულება. თან დააყოლა, შეურაცხმყოფელი და უხერხულიაო.

გარდა იმისა, რომ ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების ვალდებულება მოიხსნეს ბიჭებმა, ათასობით ადამიანს, რომელიც ათეულობით წელია ამ „შეურაცხმყოფელ და უხერხულ“ პროცედურას გადის, უთხრეს, თქვენთვის შეურაცხყოფა და უხერხულობა მოსულაო.  

ხო, აქვე არ დაგვავიწყდეს დეკლარაციებში ხარვეზის შესავსებად 1 თვიანი ვადა რომ დაიწესეს. ასე თავისუფლად უნდათ გრიალი ბიჭებს - თან მოიხმარ, თან მოიპარავ“,- წერს ნათია მეზვრიშვილი.

ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირებისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება უქმდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა