ქალმა წლინახევრის შვილი ათი დღით სახლში მარტო დატოვა და სამოგზაუროდ წავიდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლომ დამნაშავედ ცნო ქალი, რომელმაც წლინახევრის შვილი - ჯეილინი სახლში მარტო დატოვა და სამოგზაუროდ წავიდა - ამის შესახებ People იუწყება.
ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში მცხოვრებმა 32 წლის კრისტელ კანდელარიომ მშვიდად იმოგზაურა ჩიკაგოში, მიჩიგანსა და პუერტო რიკოში და 10 დღის შემდეგ სახლში დაბრუნდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, საკვებისა და წლის გარეშე დატოვებული ბავშვი დედას უგონოდ დახვდა. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯეილინი გაუწყლოვანებით დაიღუპა. პოლიციამ კრისტელ კანდელარიო იმავე დღეს დააპატიმრა.