თეგებით ძიება

გივი სიხარულიძე იუბილარია - მსახიობი 80 წლის გახდა

მსახიობი, აგრონომი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი, ჩოგბურთელი, მთის და წყლის მოთხილამურე გივი სიხარულიძე იუბილარია. იგი 80 წლის გახდა.

გივი სიხარულიძე 1961 წელს სუხიშვილის და რამიშვილის სახელმწიფო აკადემიური დასის სოლისტი გახდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც 1969 წლამდე სწავლობდა.

მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო 1972 წელს ფილმით „გასეირნება“. შემდეგ მოდიოდა ფილმები: "ჭიდაობას რა უნდა“, "ტურანდოტი“ და „დაუმთავრებელი პორტრეტი“. მსახიობმა სახელი გაითქვა ფილმით "უძინართა მზე“ და სერიალით "ცხელი ძაღლი“.

გივი სიხარულიძე არის არჩეული ქართველ მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის აკადემიკოსად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა