თეგებით ძიება
28. 02. 2024 მსოფლიო

მექსიკაში მერობის ორი კანდიდატი მოკლეს

მექსიკის ქალაქ მარავატიოში მერობის ორი კანდიდატი მოკლეს. პოლიტიკოსებზე თავდასხმა დასავლეთის შტატ მიჩოაკანში მოხდა, რომელიც მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური რეგიონია.

მიგელ ანხელ რეიეს ზავალას საკუთარ მანქანაში ესროლეს, რის შემდეგაც ორი შეიარაღებული პირი ადგილიდან მიიმალა. 

რამდენიმე საათის შემდეგ კი ასევე საკუთარ მანქანაში იპოვეს მოკლული მერობის მეორე კანდიდატი ოპოზიციონერი არმანდო პერეს ლუნა. მასაც ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა. 

არჩევნები მექსიკაში 2 ივნისსაა დაგეგმილი. 

ცნობისთვის, 2021 წლის არჩევნების დროს, მექსიკაში 30-ზე მეტი საარჩევნო კანდიდატი მოკლეს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა