რისთვის გამოვიყენოთ ვაშლის ძმარი ?
ვარიკოზული ვენების დროს დილა-საღამოს დაისხით ვენებზე ვაშლის ძმარი და შეიზილეთ. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ შეამჩნევთ ვენების შევიწროებას. ამასთან ერთად, დღეში 2-ჯერ სვით 2 ჩ/კ ვაშლის ძმარი, გახსნილი ერთ ჭიქა წყალში.
ანგინის (ტონზილიტის) დროს კარგია ყელში ვაშლის ძმრის ხსნარის გამოვლება. დოზა - 1 ჩაის კოვზი ძმარი ერთ ჭიქა წყალზე. გამოვლება საჭიროა საათში ერთხელ. პირი აივსეთ ხსნარით, გამოივლეთ და ჩაყლაპეთ. ამ დროს ხსნარი ჩარეცხავს ყელის უკანა მხარეს, სადაც გამოვლებისას ვერ აღწევს.
ტკივილის შესუსტების შემდეგ ინტერვალი შეიძლება ორ საათამდე გავზარდოთ. ნუშისებრ ჯირკვალზე ნადები 12 საათში ქრება.
საკვებით მოწამვლისას, თუ მას პირღებინებაც ახლავს, 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი გახსენით ერთ ჭიქა წყალში და ყლუპ-ყლუპად სვით 5 წუთში ერთხელ. მეორე ჭიქის გამოცლისას დოზა გაზარდეთ - მიიღეთ 2 ჩ/კ ყოველ 5 წუთში. მესამე ჭიქა გამოცალეთ პატარ-პატარა ყლუპებით, 15-წუთიანი შუალედებით. გულისრევა რომ გაგივლით, მიირთვით ცოტაოდენი ადვილად ასათვისებელი საკვები.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოსაწესრიგებლად ორი ან სამი დღის განმავლობაში უნდა ვსვათ თითო ჭიქა ნარევი ყოველი ჭამის დროს.