რა კავშირშია სხეულის ტემპერატურა და დეპრესია
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ დეპრესიის მქონე ადამიანებს სხეულის უფრო მაღალი ტემპერატურა აქვთ, რაც იმაზე მეტყველებს,
რომ ამ პრობლემის მქონე ადამიანების ტემპერატურის შემცირებას ფსიქიკური ჯანმრთელობის სარგებელი შეიძლება ჰქონდეს.
კვლევა, გამოქვეყნდა Scientific Reports-ში. კვლევაში არ არის მითითებული, ზრდის თუ არა დეპრესია სხეულის ტემპერატურას, თუ უფრო მაღალი ტემპერატურა იწვევს დეპრესიას. ასევე უცნობია, დეპრესიის მქონე ადამიანებში დაფიქსირებული სხეულის მაღალი ტემპერატურა ასახავს თუ არა თვითგაგრილების უნარს, მეტაბოლური პროცესებიდან სითბოს წარმოქმნას თუ ორივეს კომბინაციას.
მკვლევარებმა გააანალიზეს 20000-ზე მეტი საერთაშორისო მონაწილის მონაცემები, რომლებიც ატარებდნენ მოწყობილობას, რომელიც ზომავს სხეულის ტემპერატურას და ასევე ყოველდღიურად აფიქსირებდნენ თავიანთი სხეულის ტემპერატურასა და დეპრესიის სიმპტომებს. შვიდთვიანი კვლევა მოიცავდა მონაცემებს 106 ქვეყნიდან.
შედეგებმა აჩვენა, რომ დეპრესიის სიმპტომების სიმძიმის ყოველი დონის მატებასთან ერთად, მონაწილეებს ჰქონდათ სხეულის მაღალი ტემპერატურა.
აღმოჩენებმა დაადგინა თუ როგორ შეიძლება იმუშაოს დეპრესიის მკურნალობის ახალმა მეთოდმა, არსებული, მიზეზობრივი კვლევების მცირე ნაწილმა დაადგინა, რომ ცხელი აბაზანების ან საუნების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს დეპრესია, შესაძლოა ორგანიზმის თვითგაგრილების გამოწვევით, მაგალითად, ოფლიანობით.
გაცხელებამ შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, რაც უფრო მეტხანს გრძელდება, ვიდრე უბრალოდ ადამიანების გაცივებამ ყინულის აბაზანის საშუალებით.
ეს არის ყველაზე დიდი კვლევა დღემდე, რომელიც შეისწავლის კავშირს სხეულის ტემპერატურასა და დეპრესიას შორის.
წყარო : მკურნალი