თეგებით ძიება

"5 წლის თემო ძილის წინ მეუბნება, დედა, ხომ არ მოკვდებიო... ყოველ ღამე ვპირდები, რომ ვიცოცხლებ" - 33 წლის ეკას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

5 წლის თე­მოს დე­დი­კოს, 33 წლის ეკა მუ­გა­საშ­ვილს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. მას ორი­ვე თირკმე­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს, თირკმლის პრობ­ლე­მა მე-5 სტა­დი­ა­ზეა. დი­ა­ლიზს დღე­ში 4-ჯერ იკე­თებს. ამ­ჟა­მად ეკა ქმარ-შვილ­თან ერ­თად გერ­მა­ნი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა, თუმ­ცა ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა­ზე უარი მი­ი­ღო და დე­პორ­ტა­ცი­ის მო­ლო­დინ­შია. ეკას არ ჰყავს დო­ნო­რი. თირკმლის გა­და­ნერგვა შე­საძ­ლე­ბე­ლია მინ­სკში, რის­თვი­საც 60 ათა­სი ევ­როა სა­ჭი­რო, რაც ოჯახს არ გა­აჩ­ნია.

ეკა მუ­გა­საშ­ვი­ლი: ყვე­ლა­ფე­რი 2016 წელს იმით და­ი­წყო, რომ ბრმა­ნაწ­ლავ­მა შე­მა­წუ­ხა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აღ­მოვ­ჩნდი. ოპე­რა­ცი­ის წინ ანა­ლი­ზებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ კრე­ა­ტი­ნი­ნი (სის­ხლში ჟანგბა­დის დონე ისა­ზღვრე­ბა) მქონ­და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი. ექიმ­მა მი­თხრა, ახლა ბრმა­ნაწ­ლა­ვის ოპე­რა­ცი­ას კი გა­გი­კე­თებ, მაგ­რამ თირკმე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად შე­ი­მოწ­მეო. ასეც მო­ვი­ქე­ცი და ექოს­კო­პი­ამ აჩ­ვე­ნა, რომ მარ­ჯვე­ნა თირკმე­ლი შე­და­რე­ბით და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლი მქონ­და. ბი­ოფ­სი­აც გა­მი­კე­თეს, მა­სა­ლა გერ­მა­ნი­ა­ში გაგ­ზავ­ნეს და იქი­დან ჩა­მო­სულ პა­სუხ­ში ეწე­რა რომ გლო­მე­რუ­ლო­ნეფ­რი­ტის ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბა მქონ­და. მა­შინ მი­თხრეს: ჩვენ ამ და­ა­ვა­დე­ბას ვერ ვმკურ­ნა­ლობთ, ამ ეტაპ­ზე შენი თირკმე­ლი 40% მუ­შა­ობს და გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შე­დეგ კი­დევ უფრო რომ დაქ­ვე­ით­დე­ბა, გა­და­ნერგვა დაგ­ჭირ­დე­ბაო. მარ­თლაც, რამ­დე­ნი­მე წელი რომ და­ვი­და და­მე­წყო მა­ღა­ლი წნე­ვე­ბი და კრე­ა­ტი­ნი­ნის დონე 300-სს ას­ცდა.

- ნორ­მა რამ­დე­ნია?

- 300-დან 400-მდე უკვე დი­ა­ლი­ზი სჭირ­დე­ბათ. გერ­მა­ნი­ა­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, კრე­ა­ტი­ნი­ნის დონე ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მქონ­და. რამ­დე­ნი­მე დღე მიმ­კურ­ნა­ლეს. ნეფ­რო­ლოგ­მა გარ­კვე­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და­მი­ნიშ­ნა. ცოტა ხან­ში კი მამ­ცნო, - შენი თირკმე­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად აღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და ამი­ტომ დი­ა­ლი­ზი უნდა და­ვი­წყო­თო. დე­და­ჩემ­საც იგი­ვე პრობ­ლე­მა აქვს. რო­გორც მი­თხრეს, ეს და­ა­ვა­დე­ბა გე­ნე­ტი­კუ­რად მჭირს.

- ეკა, დღეს რა მდგო­მა­რე­ო­ბა გაქვთ?

- დი­ა­ლიზს დღე­ში 4-ჯერ ვი­კე­თებ. ექი­მი მიმ­ზა­დებს ვი­ტა­მი­ნე­ბის ნა­ზავს, რაც ჩემს ორ­გა­ნიზმს სჭირ­დე­ბა. წამ­ლე­ბი სახ­ლში მო­აქვთ. დღე­ში 1 ყუთი მჭირ­დე­ბა. თვე­ში 30 ყუთი მო­აქვთ. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე ვერ ვიქ­ნე­ბი...

გერ­მა­ნი­ა­ში იმი­ტომ ჩა­მო­ვე­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დო­ნო­რი არ მყავ­და. დე­და­ჩემ­საც იგი­ვე პრობ­ლე­მა აქვს, რაც მე, ამი­ტომ მის თირკმელს მე ვერ გად­მო­მი­ნერ­გა­ვენ. მამა გარ­და­მეც­ვა­ლა, ჩემი ძმის თირკმე­ლებ­ში ბევ­რი კრის­ტა­ლე­ბი იყო და მი­თხრეს, არ გა­მოდ­გე­ბაო, ჩემს დას კი გულ­ზე ისე­თი პრობ­ლე­მა აქვს, ექიმ­მა თქვა, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ერთი თირკმლით ვერ დავ­ტო­ვებ­თო. მოკ­ლედ, არა­ვის თირკმე­ლი არ მე­სა­და­გე­ბა ამი­ტომ წა­მო­ვე­დი გერ­მა­ნი­ა­ში. აქ გვა­მუ­რი დო­ნა­ცია კეთ­დე­ბა. თუმ­ცა აქაც წლო­ბით გი­წევს ლო­დი­ნი, მაგ­რამ ამ დიდხ­ნი­ა­ნი მო­ლო­დი­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­დი­კა­მენ­ტებს გაწ­ვდი­ან და ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს გი­წყო­ბენ. ერთი გოგო წევს, იმა­საც ჩემ­სა­ვით გა­და­ნერგვა სჭირ­დე­ბა და უკვე 8 წე­ლია, რაც შე­სა­ფე­რის თირკმელს ელო­დე­ბა...

- ეგუ­ე­ბი რომ წლო­ბით მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში უნდა იყო?...

- ახლა ექიმ­თან გა­სა­უბ­რე­ბა მქონ­და და რო­გორც ამიხ­სნა, გერ­მა­ნი­ამ ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა უნდა მოგ­ცეს, რომ გა­და­ნერგვის პროგ­რა­მა­ში ჩაჯ­დეო. თუმ­ცა, გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რე­ბა­ზე უარი მოგ­ვი­ვი­და - უკვე მე­ო­რედ. არა­ფერს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. მარ­თა­ლია, სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩე­ნი არ არის გა­მო­ტა­ნი­ლი, მაგ­რამ მე­ო­რე უარ­ში წე­რია, რომ ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩე­ნის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. მი­თხრეს, წე­რი­ლი მო­გი­ვა და წი­ნას­წარ გა­გაფრ­თხი­ლე­ბენ ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის თა­ო­ბა­ზეო.

ჩემი ექი­მი ამ­ბობს, მე საქ­მის კურ­სში უნდა ჩა­ვა­ყე­ნო ქარ­თვე­ლი კო­ლე­გე­ბი, რომ შენ როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩახ­ვალ, ად­გილ­ზე დაგ­ვხვდეს სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და წა­მა­ლიო.... ვე­ლო­დე­ბით რო­გორ მო­აგ­ვა­რე­ბენ ამ სა­კითხს, ჩემი ექი­მიც ჩარ­თუ­ლია ამ პრო­ცეს­ში. სწო­რედ ამი­ტო­მაა, რომ თან­ხის მოგ­რო­ვე­ბას ვცდი­ლობთ რათა გა­და­ნერგვა გა­ვი­კე­თო... გვა­მუ­რი დო­ნა­ცია მინ­სკშიც კეთ­დე­ბა, 60 ათას ევ­რომ­დე ჯდე­ბა. კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის იმე­დად ვართ... ვე­ლო­დე­ბით იქ­ნებ თან­ხა შეგ­როვ­დეს. ამ ეტაპ­ზე 17 ათას ლა­რამ­დე მაქვს ჩა­რი­ცხვე­ბი, ყო­ველ­დღი­უ­რად ირი­ცხე­ბა მცი­რე თან­ხა. ჩვენც ვაგ­რო­ვებთ....

- მინ­სკში და­ახ­ლო­ე­ბით, რა პე­რი­ო­დი გაგ­რძელ­დე­ბა მო­ლო­დი­ნის რე­ჟი­მი?

- მი­თხრეს რომ მაქ­სი­მუმ 2 კვი­რა დამ­ჭირ­დე­ბა.

- რამ­დე­ნი ხა­ნია რაც გერ­მა­ნი­ა­ში ხართ?

- და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წა­დი და 5 თვე. უკვე 2 თვეა, რაც უარი მი­ვი­ღეთ დარ­ჩე­ნა­ზე. ბავ­შვი, 5 წლის თემო, ჩვენ­თან ერ­თად გვყავს. ახლა 33 წლის ვარ. უკვე 8 თვეა რაც ყო­ველ­დღი­უ­რად დი­ა­ლიზს ვი­კე­თებ. ზო­გა­დად თირკმლის პრობ­ლე­მა 8 წე­ლია მაქვს, 25 წლი­დან...

- რამ­დე­ნი წე­ლია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხართ?

- 6 წე­ლია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ვარ. ბავ­შვი აქ ბაღ­ში და­დის, მოს­წონს ძა­ლი­ან. ვოც­ნე­ბობ, კარ­გად ვიყო. ჩემს ქმარ-შვილს დიდ­ხანს ვუ­ყუ­რო... თურ­მე, ჯან­მრთე­ლო­ბა ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­დიდ­რე და ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, ისე­თი ძნე­ლია ყო­ველ­დღი­უ­რად დი­ა­ლი­ზის კე­თე­ბა. მუ­ცელ­ში ხომ წყა­ლი მაქვს, ამის გამო ქუ­ჩა­ში ყვე­ლას ორ­სუ­ლი ვგო­ნი­ვარ...

ჩემი მე­უღ­ლე რომ არა, ამ­დენს ვერ შევ­ძლებ­დი, ძა­ლი­ან მაძ­ლი­ე­რებს. ბავ­შვზეც ძი­რი­თა­დად ის ზრუ­ნავს, მე ძი­ლის წინ მი­ვუწ­ვე­ბი ხოლ­მე, სულ მე­ფე­რე­ბა და ისეთ სი­ტყვებს მე­უბ­ნე­ბა, გულს მი­ხეთ­ქავს, - დედა, ხომ არ მოკ­ვდე­ბიო. სა­ი­დან გა­ი­გო ეს სი­ტყვე­ბი არ ვიცი... ღა­მით მო­აწ­ვე­ბა ხოლ­მე ეს ფიქ­რე­ბი... არა დე­დი­კო, ნუ გე­ში­ნია ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა მეთ­ქი, ვამ­შვი­დებ. ყო­ველ ღამე ვპირ­დე­ბი რომ ვი­ცო­ცხლებ და ბედ­ნი­ე­რე­ბად ვი­ცხოვ­რებთ მე, მა­მი­კო და თემო....

GE91BG0000000585211327

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი

GE08TB7545945064300052

თი­ბი­სი ბან­კი

მიმ­ღე­ბი: ნა­თე­ლა ზა­უ­ტაშ­ვი­ლი (დედა)

ევ­რო­პი­დან თან­ხის ჩა­რი­ცხვა

DE66510500150376860474 Naspa Bank მიმ­ღე­ბი Dato Akhaladze

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა