თბილისის მერია მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარედ არსებული სკვერის კაპიტალურ რეაბილიტაციას იწყებს
ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარედ არსებული სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია იწყება.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები 7 000 კვ.მ ფართობზე შესრულდება.
„სკვერი მთლიანად მოწესრიგდება და განახლდება, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები, ვიდეომონიტორინგის კამერები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, ახალი ხე-მცენარეები დაირგვება.
ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს განხორციელებული ქალაქის სხვადასხვა რაიონსა და უბანში. მწვანე და რეკრეაციული სივრცეების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარედ პარკი სრულად განახლდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.