ნავალნის პარასკევს მოსკოვში დაკრძალავენ
რუსეთის ციხეში მოკლულ ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის პარასკევს მოსკოვში, ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ინფორმაციას ნავალნის სპიკერი ავრცელებს.
ნავალნის სპიკერი, კირა იარმიში ამბობდა, რომ მის გუნდს დამკრძალავი ბიუროს პოვნა უჭირდა, რადგან რამდენიმე ბიურომ მათ გარდაცვლილის ვინაობის გაგების შემდეგ პროდურის ჩატარებაზე უარი უთხრა.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში მოკვდა. ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ, თქვა, რომ ის ქმრის საქმეს გააგრძელებს და რუსეთის მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი ცხედარი გადასცეს დედას, რომელსაც შვილის სხეულს რამდენიმე დღე არ აჩვენებდნენ.