გოგოს დანით სასიკვდილო ჭრილობები მეგობარმა კაცმა მიაყენა, მკვლელობის შემდეგ, კაცმა გოგონა თხრილში ჩააგდო - ახალი დეტალები სასტიკ მკვლელობაზე
თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა ქალი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის გოგოს დანით სასიკვდილო ჭრილობები მეგობარმა კაცმა მიაყენა. მკვლელობის შემდეგ, კაცმა გოგონა თხრილში ჩააგდო.
ადგილზე, ამ წუთებში, პოლიციაა მობილიზებული. გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.