პოლონეთში ქართველი ტაქსის მძღოლი დააკავეს
პოლონეთში არალეგალი ქართველი ტაქსის მძღოლი დააკავეს. გამოძიების ცნობით, 31 წლის კაცის წინააღმდეგ 400 სისხლის სამართლის მტკიცებულება შეგროვდა, რომელიც პრაგა-პოლნოკის რაიონულმა პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა.
კაცი გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში, ვარშავაში დააკავეს, როცა სასაზღვრო დაცვის განყოფილების ოფიცრებმა მისი ქვეყანაში ლეგალურად ყოფნა შეამოწმეს. სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ საქართველოს მოქალაქე პოლონეთში არალეგალურად, საჭირო ბინადრობის საბუთების გარეშე იმყოფებოდა.
ეჭვის გამო, რომ ქართველი საბუთების გაყალბებაში იყო ჩართული პოლიციამ ბინა გაჩხრიკა, სადაც ნახეს 6 პოლონური და 12 უცხოური მართვის მოწმობა, პასპორტების პერსონალიზაციის გვერდები, მათ შორის ორი პოლონური და 13 სხვა ქვეყანის, 342 ცალი მოთხოვნა სისხლის სამართლის ჩანაწერის არქონის შესახებ, 17 მძღოლის ID, ტაქსის ლიცენზიები, ცნობები ფსიქოლოგისგან.
კაცს ბრალად წარედგინა დოკუმენტების გაყალბება მათი ავთენტურად გამოყენების მიზნით და ყალბი დოკუმენტების გამოსაყენებლად მომზადება.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მსგავსი ქმედებები ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 თვიდან 5 წლამდე.