თეგებით ძიება
28. 02. 2024 ვიდეო

"დი­ლის 9 სა­ათ­ზე ნა­ხეს ხე­ლოს­ნებ­მა, მამამ ამოიცნო ცხედარი" - რას ჰყვებიან მეზობლები 22 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაზე? (ვიდეო)

თბილისში 22 წლის გოგო მოკლეს. ახალგაზრდა ქალის ცხედარი საკუთარი სახლის წინ, დილით ,ორმოში ნახეს. გოგონას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მკვლელობა სამგორის რაიონში, წინუბანის დასახლებაში მოხდა. 

უცნობია რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გუშინ ღამის 2 საათისთვის გოგონა სახლში იყო, თუმცა როდის და რატომ გავიდა სახლიდან, მათ არ იციან. ისინი ვარაუდობენ, რომ გოგონას გვიან ღამით ტელეფონზე დაურეკეს.

ოჯახმა 22 წლის ქეთი ჯავახიშვილის ძებნა დილით, მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალგაზრდა არც სახლში და არც სამსახურში აღმოჩნდა. ცხედარი მამამ ამოიცნო.

"დილით 9, 10 საათზე ნახეს ხელოსნებმა. ჩვენ სამსახურში გვეგონა, ძმაც იქ მუშაობს და არ მოსულაო. მამა დაეჭვდა, მივიდა, გადააბრუნა და თავისი შვილი ნახა. არ ვიცი, ჰქონდა თუ არა პრობლემები. არ ვიცით, ვისთან დარეკა, ვისთან მესიჯობდა... ფაქტია, 2-ის ნახევარზე ეღვიძა,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება შსს-მ 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა