თეგებით ძიება

„გამაგრდი, შენს გვერდით ვართ“ – ფეხბურთელ ბექა ჟღენტს საზოგადოების დახმარება სჭირდება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ბექა ჟღენტს შარკოს დაავადება, გვერდითი ამიოტროპული სკლეროზი დაუდგინდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა მას თანადგომა გამოუცხადეს.

„ჩვენს მეგობარ ბექა ჟღენტს მძიმე დაავადება დაუდგინდა. მას ჩვენი დახმარება და გვერდით დგომა სჭირდება. ბექას მინდა მივმართო, გამაგრდი, შენს გვერდით ვართ. ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება“, – გაამხნევა სანდრო ალთუნაშვილმა.

ბექა ჟღენტი გიორგი დევდარიანის გაწვრთნილ თბილისის „თბილისში’’ თამაშობდა. ასევე, საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრებების ფეხბურთელი იყო.

ანგარიშის ნომრები:

თიბისი: GE60TB7796645068100039

საქართველო: GE38BG0000000589087334


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა