ავსტრალიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან
ავსტრალიის ქალაქ ბალარატში ტყის ხანძარმა ათამდე საცხოვრებელი სახლი და 200 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია გაანადგურა.
ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე ასობით მეხანძრე მუშაობს. ტყის მასშტაბური ხანძრის გავრცელების საფრთხის გამო, განგაშის მაღალი დონე ამოქმედდა ვიქტორიას შტატის სოფლებშიც, სადაც 30 ათასს მოსახლეს დაუყოვნებლივ ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
ცეცხლის სწრაფ გავრცელებას ჰაერის მაღალ ტემპერატურას უკავშირებენ, უახლოეს დღეებში ვიქტორიას შტატში 45 გრადუს სიცხეს პროგნოზირებენ.