ასეთი ადამიანი კიდევ სამოცდაათამდეა, მეტროებთან და ვაგზლის ტერიტორიაზე და მოწყალებით არსებობენ.- აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს
მომეხმარეთ რითიც შეძლებთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მოვაშოროთ ქუჩას და სახლში ყოფნის საშუალება მივცეთ - ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
ალბათ ყველას დაგინახავთ მეტროსთან, მთელი ზამთარი აქ გაატარა. რამდენიმე დაავადება აქვს და საერთოდ არავინ არ ჰყავს 😕 არაფერი არ აბადია, აქ ზის ხოლმე და სულ ტირის 😕 კიდევ შემდეგ მეტროსთან ზის ქალი, ის საერთოდ ვერ დადის 😕 როგორც იცით, ქვეყანაში არ არსებობს ავადმყოფი მოხუცებისთვის თავშესაფარი სადაც შეიძლება წავიყვანოთ. ასეთი ადამიანი, კიდევ სამოცდაათამდეა, მეტროებთან და ვაგზლის ტერიტორიაზე და მოწყალებით არსებობენ. რაღაცნაირად უნდა შევძლოთ, რომ სახლი და საჭმელი მაინც ჰქონდეთ.
მომეხმარეთ რითიც შეძლებთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მოვაშოროთ ქუჩას და სახლში ყოფნის საშუალება მივცეთ. ამდენ საცოდაობას როგორ უყურებენ სხვები ცივად, მართლა გული მისკდება უკვე 😭😭😭
რასაც შევძლებთ, ყველაფრით დავეხმარებით.
🛑ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ -
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
#GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
#GE90TB7603845061100016
PayPal - [email protected]
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashvili - წერს აკა სინჯიკაშვილი.