თეგებით ძიება

როგორ გავუმკლავდეთ გაზაფხულზე ალერგიას?

გაზაფხულის მოსვლა ახალ ემოციებთან, სილამაზესთან და სიხალისესთანაა კავშირში, მაგრამ რა უნდა ვქნათ მაშინ, როცა ალერგია ყველანაირ განწყობას გვიფუჭებს?

როგორც წესი გაზაფხულის მოსვლის თანმდევია ყვავილების მტვერი და ბუსუსები, რომელიც ალერგიას კიდევ უფრო გვიმწვავებს. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია თვალების წვა, სურდო, სისუსტე, გვიღიზიანდება ყელი და ზოგჯერ ეს ყველაფერი სპაზმური ხველით გვირგვინდება. ყველა სიკეთესთან ერთად ძალიან დამღლელია ხშირი ცემინება და სუნთქვის გაძნელება.

ექიმები ალერგიით დაავადებულებს ურჩევენ, რომ გაზაფხულზე ნაკლებად იარონ პარკებსა და ტყის ზონებში.

ასევე, ყვავილობის პერიოდში არ გაანიავონ ბინა და არ გაეღონ ფანჯრები მანქანაში.

გარდა ამისა, ალერგიით დაავადებულები უნდა მიჰყვნენ გარკვეული მცენარის ყვავილობის კალენდარს და გამოიყენონ ინტერაქტიული რუქები, რომლებიც აჩვენებს ყვავილობის ცენტრებს.

ეცადეთ თავი აარიდოთ დილით ადრე და მშრალ, ცხელ დღეებში გასვლას, რადგან ეს ის დროა, როდესაც ჰაერში მტვრის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია შეინიშნება.

გარდა ამისა, სახლში დაბრუნებისას საჭიროა შხაპის მიღება და ტანსაცმლის გამოცვლა. გარეცხვის შემდეგ არ არის რეკომენდებული ნივთების გაშრობა სუფთა ჰაერზე, რათა მათზე მტვერი არ მოხვდეს.

მოერიდეთ ახალი ხილის, თხილის, მწვანილისა და სანელებლების, ბურახის, თაფლის მიღებას (მრავალი მცენარეული საკვები შეიცავს მსგავს მოლეკულებს, რომლებიც იწვევენ ჯვარედინ რეაქციებს). ფიტოთერაპია (მცენარეული მკურნალობა) და მცენარეული ბუნებრივი კომპონენტების შემცველი კოსმეტიკა არ უნდა იქნას გამოყენებული.

ქუჩაში აუცილებლად გაიკეთეთ მზის სათვალე.

შინ დაბრუნებისას გამოირეცხეთ სასუნთქი გზები ონკანის ან ფიზიოლოგიური წყლით.

ერიდეთ კოსმეტიკასა და დასაბან საშუალებებს, რომელთა შემადგენლობაში მცენარეული კომპონენტები შედის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა