თეგებით ძიება

პორნომოდელთან ქორწინების გამო როტშილდის შვილმა მემკვიდრის სტატუსი დაკარგა

ბრიტანელი ფინანსისტი, მილიარდერი და როტშილდების საგვარეულოს წარმომადგენელი, ბარონი ჯეიკობ როტშილდი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

თავდაპირველად ითვლებოდა, რომ იაკობ როტშილდის ფინანსური იმპერია მემკვიდრეობით მის ერთადერთ ვაჟს, 52 წლის ნეტ როტშილდს ერგებოდა, თუმცა, ბოლო დროს მამა-შვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რადგან ფინანსისტს შვილის ზედმეტად თავისუფალი ცხოვრება არ მოსწონდა. 2016 წელს მათი ურთიერთობა იმდენად გაუარესდა, რომ როდესაც ნეთი ყოფილ პორნომოდელ ლორეტა ბეისზე დაქორწინდა, მამა ქორწილში არ დაპატიჟა. ფინანსისტი შვილის არჩევანმა იმდენად გააღიზიანა, რომ მემკვიდრის ტიტული და მამის საინვესტიციო ფონდის -RIT Capital Partners-ის საქმიანობაში მონაწლეობის უფლება ჩამოართვა, რომლის აქტივები 2 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ამის შესახებ  This is money წერს.

ამბობენ, რომ მილიარდერის სავარაუდო მემკვიდრე მისი უფროსი ქალიშვილი, ყოფილი ჟურნალისტი და მწერალი, 62 წლის ჰანა როტშილდია, რომელიც RIT Capital Partners-ის დირექტორთა საბჭოს მამამისის სიცოცხლეში შეუერთდა. ის კომპანიის 10 პროცენტიან წილს ფლობს.

ჰანასა და ნეთის გარდა, იაკობ როტშილდს კიდევ ორი ქალიშვილი - ბეტი და ემილი დარჩა, თუმცა ისინი პოტენციურ მემკვიდრეებად არ ითვლებიან.

ჯეიკობ როტშილდმა ოჯახის ბანკში კარიერა 1963 წელს დაიწყო. შემდეგ, 1980 წელს, მან მარკ ვეინერთან ერთად Rothschild Assurance Group დააარსა. მან ასევე დააარსა Windmill Hill Asset Management, რომელიც  მილიარდერების ოჯახის საქველმოქმედო პორტფელს მართავდა. 

ბარონი როტშილდი თავისი ცხოვრების განმავლობაში ტელეკომპანია BSkyB-ის თავმჯდომარე იყო, ასევე იკავებდა დიდი ბრიტანეთის ეროვნული გალერეის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობას.  

როგორც ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჯეიკობ როტშილდი ებრაული წესებით, მოკრძალებული ცერემონიით დაკრძალავენ, საფლავზე კი მის მემორიალს დადგამენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა