ხაზარაძეს და გახარიას სააკაშვილის გამოსვლის ეშინიათ - თაკო ჩარკვიანი
ხაზარაძეს და გახარიას სააკაშვილის გამოსვლის ეშინიათ , - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გადაცემაში „360 გრადუსი“ ოპოზიციის ნაწილის მიერ პარლამენტში წარდგენილ ამნისტიის აქტზე საუბრისას განაცხადა.
წინასწარ რატომ გაგიჟდებიან ხოლმე და მაინცდამაინც ორადორი პარტია, რატომ? - საქართველოში ყველაზე გაპატიოსნებული კორუფციონერი მამუკა (ხაზარაძე) შენ ხარ. არ გრცხვენია, კაცო, სულ არ გრცხვენია? ასეთი უტიფრობა რა უბედურებაა, ან რატომ გაგიჟდა მაინც და მაინც ეს "ქართულ-ჯიგრულ პონტში" გაპატიოსნებული გახარია? თვალების დამთხრელ პოლიციელებზე პასუხი არ აგო გახარიამ და დააწინაურეს, ის არ არის კრიმინალი და იმაზე უფრო დიდი კრიმინალი ზის ? ჩვენ პედოფილებზე კი არ ვლაპარაკობთ, იცით, რა ხალხი ზის იქ ციხეში?“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.