საქართველო მე-4 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ღამით მარტო სეირნობა უსაფრთხოა
საქართველო მე-4 ადგილზე იმყოფება იმ ქვეყნებს შორის, სადაც ღამით მარტო სეირნობა უსაფრთხოა. ინფორმაცია სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელდა, numbeo.com-ზე დაყრდნობით.
საქართველოს პირველ ადგილზე მყოფი ხორვატია უსწრებს, რომელსაც მეორე და მესამე ადგილებზე სლოვენია და ისლანდია მოსდევს.
ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ტოპ-10 ასე გამოიყურება:
ხორვატია
სლოვენია
ისლანდია
საქართველო
შვეიცარია
ჩეხეთი
დანია
ესტონეთი
ფინეთი
ნიდერლანდები