თეგებით ძიება

ტახტისძირიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული კაცი დასავლეთიდან იყო ჩასული

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ოკუპანტებმა უკანონოდ 35 წლამდე კაცი დააკავეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. კაცი ადგილობრივი არაა და ის რეგიონში დასავლეთიდან იყო ჩასული, თუმცა რა მიზნით, ან რა ვითარებაში მოხდა მისი გატაცება, უცნობია. 

"ბიჭებმა თქვეს ავნეველი ყოფილა ვიღაც, უნდა ავიდე ავნევშიო, ასე უნდა გადასულიყო ვითომ, აქეთ მხარეს დაუჭერიათ, იქით არ იყო გადასული ჯერ. ვინ აკონტროლებს მაგათ, როცა უნდა გადმოვლენ, ვერც პოლიცია დაიჭერს მაგათ, ვერც ვერავინ, როგორც უნდათ, თავიანთ ნებაზე არიან", - ყვება ადგილობრივი.

მოსახლეობა ამბობს, რომ ოკუპანტებს მიტაცებული აქვთ სოფლის სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები, იმ შემთხვევაში კი თუ ადგილობრივები ე.წ. საზღვარს მიუახლოვდებიან, აკავებენ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.  ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა