თეგებით ძიება

რამდენ მგზავრს მოემსახურება და საიდან შეძლებთ ფრენას თელავის აეროპორტში ?

თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ შპს „ხმალაძე არქიტექტორებთან" სამინისტრომ ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, თელავის აეროპორტის განვითარების პროექტი იწყება. მისი თქმით, აშენდება ახალი ტერმინალი - 200,000 მგზავრზე მეტი გამტარუნარიანობით, სრულად განახლდება და დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 1,7 კმ-მდე, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები, აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, თელავის აეროპორტი მიიღებს შიდა ფრენებს ბათუმიდან, ქუთაისიდან, ამბროლაურიდან და მესტიიდან, რაც ხელს შეუწყობს შიდა და საერთაშორისო მოგზაურების მობილობის გაზრდას რეგიონებს შორის და კახეთის რეგიონს მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

მინისტრის მოადგილემ არ დააკონკრეტა, რა სახელით შეძლებს ოპერირებას ახალი აეროპორტი, თუმცა დაადასტურა, რომ მას „მიმინო“ აღარ ერქმევა. მისი თქმით, ახალი სახელი მალე გახდება ცნობილი.

ცნობისათვის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ხმალაძე არქიტექტორების“ ტერმინალის არქიტექტურული პროექტი 296 000 ლარი დაჯდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა