თეგებით ძიება

3 წლის თაიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

3 წლის თაია ზო­ი­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ბავ­შვის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

3 წლის თაია კლი­ნი­კა­ში სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბით და გუ­ლის გა­ჩე­რე­ბით მოხ­ვდა. კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნი­სას აუ­მუ­შა­ვეს გული, თუმ­ცა ტვი­ნის ნა­წი­ლი და­ზი­ან­და.

იმის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა, გო­გო­ნა გა­და­იყ­ვა­ნეს თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ნე­ი­რო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლის თქმით, კლი­ნი­კა­ში და­ვა­ლი­ა­ნე­ბის და­სა­ფა­რად 190 ათა­სი დო­ლა­რია სა­ჭი­რო, რო­მე­ლიც თვის ბო­ლომ­დე უნდა და­ი­ფა­როს, რათა გაგ­რძელ­დეს გო­გო­ნას მკურ­ნა­ლო­ბა. ოჯახ­მა კი სრუ­ლი­ად ამო­წუ­რა ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი.

"რვა თვე, ყო­ველ­დღე ში­შით ვხსნი­დი ჩემი სამი წლის შვი­ლის რე­ა­ნი­მა­ცი­ის კარს იმა­ზე ფიქ­რით, რა მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ხვდე­ბო­და, ან დამ­ხვდე­ბო­და თუ არა სა­ერ­თოდ… თან თავს ვიმ­შვი­დებ­დი, რამე რომ ყო­ფი­ლი­ყო, ხომ და­მი­რე­კავ­დნენ-მეთ­ქი.

ამ ჯო­ჯო­ხე­თურ ში­შებს ვე­რა­ფერს ვერ შე­ვა­და­რებ და მად­ლო­ბა ღმერ­თს, ეს სა­ში­ნე­ლი ფიქ­რე­ბი ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რაა აღარ მქო­ნია. მივ­დი­ვარ უკე­თე­სის იმე­დით და ჩემი პა­ტა­რა გოგო ამ იმედს ყო­ველ­დღე მი­მარ­თლებს.

მად­ლო­ბა თქვენ იმ მხარ­და­ჭე­რის­თვის, რო­მელ­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და თა­ი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბა.

მინ­და კი­დევ ერთხელ გი­თხრათ უდი­დე­სი მად­ლო­ბა და კი­დევ გთხო­ვოთ, გა­ი­ზი­ა­როთ ჩვე­ნი ამ­ბა­ვი და დაგ­ვეხ­მა­როთ თა­ი­ას­თვის.

დიდი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გამო, შე­საძ­ლოა, კლი­ნი­კამ თა­ი­ას სხვა კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა მოგვ­თხო­ვოს, რაც ახლა ყვე­ლა­ზე უა­რესს ნიშ­ნავს და არც მინ­და ვთქვა, რას… მით უმე­ტეს მა­შინ, როცა ბოლო თვე­ებ­ში დიდი წინსვლა გვაქვს და ექი­მე­ბიც გა­ცი­ლე­ბით დიდ იმე­დებს ამ­ყა­რე­ბენ, რომ თაია შეძ­ლებს კო­მი­დან გა­მოს­ვლას. ვიცი, რომ შეძ­ლებს.

ამ პე­რი­ოდ­ში, ამ კლი­ნი­კის და ექი­მე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, მი­ვე­დით იმ შე­დე­გამ­დე, რომ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ვი­ცით, შე­ხე­ბას გრძნობს, რე­აქ­ცია აქვს ტკი­ვილ­ზე და ფიქ­სირ­დე­ბა მო­მენ­ტე­ბი, როცა ჩემი სა­უ­ბა­რი ეს­მის.

3-4 თვეა, ისე მოძ­ლი­ერ­და ორ­გა­ნიზ­მი, რომ და­მა­ტე­ბი­თი მკურ­ნა­ლო­ბა აღარ სჭირ­დე­ბა, რაც წინა პე­რი­ოდ­ში სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო.

ახლა უტარ­დე­ბა მხო­ლოდ ტვი­ნის მკურ­ნა­ლო­ბა, სხვა ორ­გა­ნო­ე­ბი ჩა­რე­ვის გა­რე­შე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. მთა­ვა­რი ექი­მის თქმით, ტვინს აქვს რე­სურ­სი, ასე მყა­რად და ძლი­ე­რად იყოს ორ­გა­ნიზ­მი და იმუ­ნი­ტე­ტი.

ასე­ვე და­მა­ტე­ბით და­ვი­წყეთ რეფ­ლექ­სო­თე­რა­პია/მა­სა­ჟი, რა­საც აქვს შე­დე­გი, სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა გა­უმ­ჯო­ბეს­და და მუც­ლამ­დე სა­დაც უნდა და­ვა­დოთ ხელი, ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში გვაძ­ლევს რე­აქ­ცი­ას.

ფი­ზი­ო­თე­რა­პევ­ტის შე­ფა­სე­ბით, ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და რეფ­ლექ­სე­ბიც გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია.

ასე­ვე ფა­რი­სებ­რის ფუნ­ქცი­ე­ბი იყო დათ­რგუ­ნუ­ლი, რაც ახლა თით­ქმის ნორ­მა­შია.

ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ნიშ­ნავს იმას, რომ ტვი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და, ისე ეს ყვე­ლა­ფე­რი ვერ და­ლაგ­დე­ბო­და. ნიშ­ნავს იმას, რომ იმე­დე­ბი კი­დევ უფრო მე­ტად გა­ი­ზარ­და.

და ამ რთულ და ხან­გრძლივ ბრძო­ლა­ში ჩვენ კი­დევ გვჭირ­დე­ბა თა­ი­ას გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა და დახ­მა­რე­ბა..

ისევ გთხოვთ, დაგ­ვეხ­მა­როთ თა­ი­ას­თვის", - აცხა­დებს გო­გო­ნას დედა.

სა­ბან­კო რეკ­ვი­ზი­ტე­ბი:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE22BG0000000541696720 - მაია გო­გო­ლაშ­ვი­ლი (ბე­ბია)

თი­ბი­სი ბან­კი: GE27TB7466145064300014 - ნინო ოღი­აშ­ვი­ლი (ნათ­ლია)

სა­ტე­ლე­ფო­ნო ნო­მე­რი: 0901000917 - ზა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 ლა­რია


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა