თეგებით ძიება

საოცარი სიმდიდრე და ფუფუნება - ოჯახი საქართველოდან, რომლის ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ თვეში 200 000 დოლარს ხარჯავს (ვიდეო)

ცნო­ბილ "ტი­კტო­კე­რი" ვლო­გე­რი თბი­ლი­სის ცენ­ტრში, მან­ქა­ნა­ში მჯდომ ახალ­გაზ­რდა ქალს ეკი­თხე­ბა, - თვე­ში რამ­დენ დო­ლარს ხარ­ჯავ? პა­სუ­ხი - 200 000 - ს, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ცნო­ბილ კონ­სულ­ტანტ ჯორ­დან ჰი­შამ­საც კი აკ­ვირ­ვებს, ახალ­გაზ­რდა კაცს, რო­მელ­მაც თა­ნა­მედ­რო­ვე ციფ­რულ ეპო­ქა­ში უამ­რა­ვი ფული გა­მო­ი­მუ­შა­ვა. ის ერთ-ერ­თია ვლო­გე­რე­ბი­დან, რო­მელ­მაც TikTok-ის უზარ­მა­ზა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი რე­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნა და დუ­ბა­ის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში, პი­ო­ნე­რად იქცა. ჯორ­დანს 1,2 მი­ლი­ო­ნი მიმ­დე­ვა­რი ჰყავს და მისი ვი­დე­ო­ე­ბის სა­ერ­თო ნახ­ვამ 6 თვე­ში 700 მი­ლი­ონ­ზე მეტი შე­ად­გი­ნა. მან ამ ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში იმოგ­ზა­უ­რა, რამ­დე­ნი­მე ვი­დეო ბა­თუმ­სა და გუ­და­ურ­შიც გა­და­ი­ღო, თბი­ლის­ში კი მის ვლოგს უმას­პინ­ძლა ქე­ბუ­რი­ე­ბის მი­ლი­ო­ნერ­მა ოჯახ­მა.

სწო­რედ ამ ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რია ქალ­ბა­ტო­ნი, რომ­ლის პა­სუხ­მა მრავ­ლის მნახ­ვე­ლი ჯორ­და­ნიც კი გა­ა­ო­ცა. მან ბლო­გერს, ბავ­შვებ­თან ერ­თად და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა ოჯა­ხის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო, რო­მე­ლიც ასე­ვე ფუ­ფუ­ნე­ბი­თა და მდიდ­რუ­ლი ინ­ტე­რი­ე­რით აკ­ვირ­ვებს სტუ­მარს. ბავ­შვე­ბი ვი­დე­ო­ში ამ­ბო­ბენ, რომ "გუ­ჩის" და "პრა­დას" სა­მოს­სა და აქ­სე­სუ­ა­რებს ატა­რე­ბენ...

ჯორ­დან­მა სას­ტუმ­როს გარ­და, და­ათ­ვა­ლი­ე­რა თოშა ქე­ბუ­რი­ას და მისი მე­უღ­ლის ქეთი ჟღენ­ტის სახ­ლი.

ვლო­გერს ქე­თიმ ორ შვილ­თან ერ­თად უმას­პინ­ძლა.

ქე­ბუ­რია-ჟღენ­ტის წყვი­ლი ხში­რად მოგ­ზა­უ­რობს, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, მათი მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია. თბი­ლის­ში მდიდ­რუ­ლი ვილა სა­უ­კე­თე­სო ხე­დე­ბი­თა და ფუ­ფუ­ნე­ბის საგ­ნე­ბით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბლო­გე­რის ვი­დე­ო­ე­ბი­დან ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლია, ის უკვე 700 ათას­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა ნახა.

ჰი­შა­მის ვირუ­სუ­ლი TikTok ვი­დე­ო­ე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბის ერთ-ერთი სა­ი­დუმ­ლო ენე­ბის ცოდ­ნაა. ჯორ­დანს გა­ნათ­ლე­ბა სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში აქვს მი­ღე­ბუ­ლი და ამ­ჟა­მად თა­ვის გა­მომ­წე­რებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი მი­ლი­ო­ნე­რე­ბის სახ­ლებს ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებს. თუმ­ცა რო­გორც სტა­ტი­ის და­სა­წყის­ში აღ­ვნიშ­ნეთ, ყვე­ლა­ფე­რი დუ­ბა­ი­დან და­ი­წყო.

ის თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რობს ინ­გლი­სურ, რუ­სულ და არა­ბულ ენებ­ზე. გარ­და ამი­სა, ის ფლობს ფრან­გულ, თურ­ქულ და უკ­რა­ი­ნულ ენებს ურ­თი­ერ­თო­ბის დო­ნე­ზე. ენე­ბის ცოდ­ნა სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში ჩა­ვი­დეს და იქ გა­და­ი­ღოს სა­კუ­თა­რი არ­ხის­თვის ვი­დეო კონ­ტენ­ტი.

ნახეთ ვიდეო

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა