თეგებით ძიება
29. 02. 2024 ვიდეო

"ჩემი შვილი ფსიქიკურად ვერ იყო მაგ ნარკოტიკების გამო და იმიტომ მოხდა ყველაფერი" - ექსკლუზიური ინტერვიუ 22 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის მამასთან (ვიდეო)

22 წლის ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, ის პო­ლი­ცი­ამ ზუგ­დიდ­ში აიყ­ვა­ნა.

"ტვ პირველმა" დაკავებული ოთო ცინდელიანის მამასთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა. 

თემურ ცინდელიანი ამტკიცებს, რომ მისი შვილი ბარსელონაში სპეციალურ დაწესებულებაში მკურნალობდა. მკვლელობაში ბრალდებულის მამა ამბობს, რომ 22 წლის ბიჭს მძიმე ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. 

"ჩემი შვილი ფსიქიკურად ვერ იყო მაგ ნარკოტიკების გამო და იმიტომ მოხდა ყველაფერი.  იქით იყო ბარსელონაში, მკურნალობდა. ფსიქიკურად უჭირდა მაგის გამო, თორემ გამკეთებელი იყო აბა მაგის? დიახ, ჩემთან იყო ჩამოსული ბოლოს სვანეთში, მაგრამ მე არ ვიყავი იქ და უკან წამოვიდა", - ამბობს თემურ ცინდელიანი.

ლილოს დასახლებაში 22 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ზუგდიდში დააკავეს.

ერთ-ერთი ვერსიით, სასტიკი მკვლელობის შემდეგ კაცი დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა და სვანეთში წასვლას აპირებდა.

ოთარ ცინდელიანი წარმოშობით სვანეთიდან არის და ის სოფელ წინუბანში ესპანეთიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა. ემიგრაციაშია ბრალდებულის დედაც.

ირკვევა, რომ ცინდელიანი ქეთი ჯავახიშვილის მეზობლად, ნათესავის სახლში ცხოვრობდა.

ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილის დასახიჩრებული ცეხადარი 27 თებერვალას, დილით, სახლთან ახლოს იპოვეს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა