თეგებით ძიება

"ესპანეთში ერთად იყვნენ, ოჯახებით. ეს გოგო და ბიჭი ერთ სკოლაში დადიოდნენ. ამბობენ ერთმანეთიც უყვარდათო…" - ადგილობრივები ახალგაზრდა გოგოს მკვლელობაში ბრალდებულზე

სამგორის რაიონში მომხდარი 21 წლის გოგოს მკვლელობის საქმის ახალ დეტალებზე ადგილობრივები მედიასთან საუბრობენ და ამბობენ, რომ დაკავებული ოთარ ცინდელიანი გარკვეული დროის განმავლობაში მოკლულ ქეთი ჯავახიშვილთან ერთად, ესპანეთში ემიგრაციაში იმყოფებოდა.

მათი თქმით, გარდაცვლილი გოგო ესპანეთიდან ოჯახით მანამდე დაბრუნდა, ხოლო ოთარ ცინდელიანი საქართველოში რამდენიმე თვის წინ, ასევე ემიგრაციაში მყოფ დედასთან კონფლიქტის შემდეგ ჩამოვიდა.

მეზობლების ინფორმაციით, დაკავებული ოთარ ცინდელიანი ახალგაზრდა გოგოს ფულს სძალავდა. მათივე ვარაუდით, მკვლელობის მოტივი შესაძლოა 21 წლის გოგოს მხრიდან თანხის გაცემაზე უარი გახდა:

„ესპანეთში ერთად იყვნენ, ოჯახებით. ეს გოგო და ბიჭი ერთ სკოლაში დადიოდნენ. ამბობენ ერთმანეთიც უყვარდათო… ბიჭი სვანია, იქიდანაა წარმოშობით და რომ დააკავეს თურმე მამასთან მიდიოდა სვანეთში. ფულს სძალავდაო და ბოლოს უარი რომ უთხრა, ეს გახდა მიზეზიო..“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მედიასთან.

სამართალდამცველებმა ოთარ ცინდელიანი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა