პოლ პოგბა 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
მსოფლიო ჩემპიონი, საფრანგეთის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ფეხბურთელი პოლ პოგბა 4-წლიანი დოპინგის გამო დისკვალიფიკაციით დასაჯეს. Eurosport-ის ცნობით, პოგბა ფეხბურთს 2028 წლამდე ვერ დაუბრუნდება, როდესაც ის თითქმის 35 წლის იქნება.
ფრანგმა ნახევარმცველმა, რომელიც სხვადასხვა დროს „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა, 2018 წელს კი საფრანგეთის ნაკრების რიგებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, დოპინგ-ტესტი 2023 წლის აგვისტოში ვერ გაიარა.
განმეორებითი ტესტის პასუხი ასევე დადებითი აღმოჩნდა. პოგბას ანალიზებში დეჰიდროეპიანდროსტერონი (DHEA) იპოვეს.