თეგებით ძიება
29. 02. 2024 მსოფლიო

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

ისტორიაში პირველად, საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტულმა წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ტაივანში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე, თავისუფალი პროგრამის შესრულებისას შეცდომები დაუშვეს, თუმცა უშეცდომოდ არც მათ კონკურენტებს უასპარეზიათ. ამასთან, ქართული წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზე მყოფ წყვილს 9 ქულით უსწრებდა. ორი პროგრამის ჯამში მათ 179.32 ქულა მიიღეს და შედეგად პირველი ადგილი დაიკავეს.

მეორე და მესამე ადგილებზე ამერიკული წყვილები გავიდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა