დასავლელი ჟურნალისტები ღაზის სექტორში საერთაშორისო მედიის დაშვებას ითხოვენ
დასავლელი ჟურნალისტები ღაზის სექტორში საერთაშორისო მედიის დაშვებას ითხოვენ. ისრაელსა და ეგვიპტეს 55 ბრიტანელი და ამერიკელი ჟურნალისტი ერთობლივი წერილით მიმართავს.
ხელმომწერებს შორის არიან „ბიბისის“, „სიენენეის“, „ენბისის“ და „სიბიესის“ კორესპონდენტები. ჟურნალისტები, ღაზის სექტორში 90 ადგილობრივი კორესპონდენტის დაღუპვის ფონზე, უცხოური მედიის თავისუფალ და შეუფერხებელ შესვლას ითხოვენ და აცხადებენ, რომ კონფლიქტის ზონაში მუშაობის რისკს აცნობიერებენ.