თეგებით ძიება

დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სამგზავრო ავტობუსით 5 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გადმოიტანა. გამოძიებით დადგინდა, რომ ოქროს ნაკეთობები ავტობუსის წინა საბურავებს შორის, სპეციალურად მოწყობილ სამალავში იყო მოთავსებული, წინასწარი მონაცემებით მათი საბაჟო ღირებულება აღემატება ნახევარ მილიონ ლარს.

დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა (საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. ოქროს ნაკეთობების ზუსტი ღირებულების დადგენის მიზნით მიმდინარეობს ექსპერტიზა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა