თეგებით ძიება

ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანო როგორც ყოველთვის სიმართლის პოზიციას იჭერს - მიხეილ სააკაშვილი

ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანო, როგორც ყოველთვის, სიმართლის პოზიციას იჭერს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს.

სააკაშვილი მადლობას უხდის ევროპარლამენტს მორიგი რეზოლუციისთვის.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ევროპარლამენტის რეზოლუცია არა მხოლოდ თავად მესამე პრეზიდენტისადმი, არამედ მისი ქართველი და უკრაინელი მომხრეებისადმი მხარდაჭერის გამოხატვაა.

„დიდი მადლობა ევროპარლამენტს მორიგი რეზოლუციისთვის, რომელიც ჩემს გათავისუფლებას ითხოვს.

ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანო, როგორც ყოველთვის იჭერს სიმართლის პოზიციას. ეს არა მხოლოდ ჩემს მიმართ მხარდაჭერის, არამედ საქართველოშიც და უკრაინაშიც, ჩემი მილიონობით მომხრისათვის მხარდაჭერის გამოხატვაა.

ამავე დროს, ასობით ათასი საქართველოში მცხოვრები მოქალაქე რიგებში დგას მთელს ქვეყანაში, ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის ხელმოსაწერად და არასდროს დავიღლები, რომ მათ მადლობა მთელი გულით ვუთხრა. მათი ხმა ევროპარლამენტარებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა