თეგებით ძიება

საქართველო საერთაშორისო სანქციებს სრულად იცავს - შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახური საქართველოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესაძლო არიდებასთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორების განცხადებას გამოეხმაურა. უწყებაში ამბობენ, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს სრულად იცავს.

"აშშ-ის სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტზე დასახელებული საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო სტატისტიკა რეალურ მონაცემებს არ ასახავს. გარდა ამისა, კომიტეტზე არცერთი კონკრეტული ფაქტი არ წარუდგენიათ, რომელიც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის შემთხვევას დაადასტურებდა.

შემოსავლების სამსახურმა ამერიკელ კოლეგებს უკვე მიმართა და მოთხოვნილია განმარტება, თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე გაკეთდა საქართველოსთან მიმართებით აღნიშნული განცხადება. კონკრეტული მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, ამერიკულ მხარეს ეთხოვა მათი გაზიარება ქართული მხარისთვის.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს სრულად იცავს და ამ მიმართულებით, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს". - წერია შემოსავლების განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ამ ეტაპზე საპირისპიროს დამადასტურებელი არცერთი შემთხვევა არ არსებობს.

27 თებერვალს აშშ-ს სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტმა რუსეთის მიერ ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის საკითხი განიხილა. მოკვლევა, რომელსაც კომიტეტი ატარებს, ეხება ოთხ ამერიკულ კომპანიას, რომლის დეტალებიც რუსულ საბრძოლო მასალებში შენიშნეს და ვარაუდობენ, რომ ეს ნაწილები მოსკოვს მეზობელი ქვეყნების გავლით მიეწოდება. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა