თეგებით ძიება

"დანა ყელზე დაადო" - 12 წლის ბავშვის დედა შვილის თანასკოლელს ძალადობაში ადანაშაულებს

მშობლის თქმით, მცხეთის ერთ-ერთ სკოლაში მის 12 წლის შვილს თანასკოლელი დანით ემუქრებოდა. ამბავს სკოლის დირექცია ადასტურებს "იყო მსგავსი რაღაც" - ამბობს დირექტორი. 

"საპირფარეშოში იყო ბავშვი შესული, მას დაუძახია, მოდი, ჩემთან - დამადო დანა ყელზეო და რაღაცებს მელაპარაკებოდა, მერე ადგა და კარებს დაარტყა ის დანაო. ახლა, ეს 12 წლისაა, მერე, რა რომ მაღალი, რა თქმა უნდა, შეეშინდა, მერე დარიგებელსს უთხრა.

სკოლაში ხომ არ შეიძლება ბავშვები გაიჩხრიკონ და დათვალიერდეს და ალბათ, ამიტომ შემოიტანა, იყო დასაკეცი, პატარა, ფერადი ტარი ჰქონდაო. გუშინ დახვდა და უთხრა, წამო, „პადვალში“ ჩავიდეთ და დავილაპარაკოთო. 

უნდა გამკაცრდეს სკოლაში წესები და რაღაცების შემოტანა-გატანა არ იყოს დაშვებული, კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს. თუ ასე მივუშვით სიტუაცია, ძალიან ცუდი შედეგები დაგვიდგება“ - ამბობს ბავშვის დედა TV პირველთან. 

სკოლის დირექტორის თქმით, მოსწავლეების ჩხრეკის უფლება არ აქვთ, სავარაუდო მოძალადე მოზარდი კი მომდარს ხუმრობის იდენტიფიცირებას აძლევს. 

"დანის დარტყმა არ იყო, უბრალოდ, იყო მსგავსი რაღაც, გაეხუმრა, ასეთ იდენტიფიცირებას აძლევს. არ უნდა ჰქონოდა (დანა), არაფრით არ შეიძლება, ჩხრეკის უფლება არ გვაქვს, არ ვჩხრეკავთ ბავშვებს თუ გონივრული ეჭვი არ დადგა იმაზე, რომ აკრძალული ნივთი აქვს ბავშვს. პრობაციის ფსიქოლოგიური სამსახური იყო ჩართული. არაფერი ჩხუბი, ისე, გაუთვითცნობიერებლად, რაღაც, ამ ორ ბავშვს არ ჰქონია,“ - ამბობს სკოლის დირექტორი.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 126-ე და 151-ე მუხლებით, რაც ძალადობას და მუქარას გულისხმობს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა