"სავარაუდოდ, დავაყენებთ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობას შერაცხადობასთან მიმართებაში" - 22 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
22 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ადვოკატი, ანი შიშნიაშვილი ამბობს, რომ ოთარ ცინდელიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მდენად მძიმეა, რომ დეტალებთან დაკავშირებით საუბარი უჭირს და დაცვის მხარე, ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე შეუამდგომლობის დაყენებას გეგმავს.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წარედგინა ბრალდება - განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით გენდერის ნიშნით. ამ ეტაპზე იმდენად მძიმეა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომ, შესაბამისად, პოზიციებთან დაკავშირებით და საქმის დეტალებთან დაკავშირებით, ის ვერ საუბრობს. შესაბამისად, უფრო მოგვიანებით, დეტალებზე დაცვის მხარე გაამახვილებს ყურადღებას. დაცვის მხარე, სავარაუდოდ, დააყენებს შუამდგომლობას ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე შერაცხადობასთან მიმართებაში. დღეს ან ხვალ იმსჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. პოზიციებს, რა თქმა უნდა, გავაჟღერებთ უკვე სასამართლოში, თუმცა, კიდევ ერთხელ შევათანხმებ, კიდევ ერთხელ მექნება კომუნიკაცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და შესაბამისად, სასამართლოში გაჟღერდება ჩვენი პოზიცია, - თქვა ადვოკატმა, ანი შიშნიაშვილმა.
ცნობისთვის, ოთარ ცინდელიანს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. მას 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.