თეგებით ძიება
29. 02. 2024 ბიზნესი

სალომე ზურაბიშვილმა ისეთი რამ იკადრა, ეშმაკმაც კი პირჯვარი გადაიწერა - გურამ მაჭარაშვილი

"ასეთი განცხადებები არ გაუკეთებიათ კომუნისტების დროსაც კი. პატრიარქს ებრძოდნენ და ებრძვიან ეშმაკები და ზურაბიშვილი," - ასე შეაფასა "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა პატრიარქის წინააღმდეგ პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული განცხადება.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ზურაბიშვილს ჰგონია, რომ ფარაონია და დაიმორჩილა სახელმწიფო.

"ასეთი განცხადება არ გაუკეთებია კომუნისტების დროსაც კი არავის. ზურაბიშვილმა მოხსნა ყველა რეკორდი. პატრიარქს ებრძვიან ეშმაკები და ზურაბიშვილი. ზურაბიშვილმა ისეთი რამ იკადრა, ეშმაკმაც კი პირჯვარი გადაიწერა, ეს რამ მოგაფიქრებინაო. მას ჰგონია, რომ ფარაონია, დაიმორჩილა სახელმწიფო, ეკლესია, სულთან მბრძანებელი გახდა. არ გამოვრიცხავ, ცოტა ხანში მაჯლაჯუნები დაესიზმრებიან და ყოველ დილით გააკეთებს უცნაურ განცხადებებს," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა