ქართული ოცნება მორიგ რუსულ კანონს ამზადებს, ეს იქნება პირსისხლიანი პუტინის მიერ გამოცემული განკარგულების მსგავსი - რომან გოცირიძე
ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ახალი საკანონმდებლო ინიციატივი შესახებ მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა.
ქართული ოცნება მორიგ რუსულ კანონს ამზადებს, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. მის მიერ გახმოვანებული თეზისებიდან ჩანს, რომ ეს იქნება პირსისხლიანი პუტინის მიერ 2022 წლის 9 ნოემბერს გამოცემული განკარგულების მსგავსი, რომელიც რუსეთში “ტრადიციული ღირებულებების დაცვას” ეხება. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებული აქვს ტელეკომპანია “იმედს”, რომელიც “ლგბტ პროპაგანდის” წინააღმდეგ აცხობა სიუჟეტებს.
ქვემოთ, კომენტარებში გთავაზობთ პუტინის ამ განკარგულებას, რომლის მიღების შემდეგ საშინელი რეპრესიები დაიწყო ამ ქვეყანაში უმცირესობების წინააღმდეგ. როცა ქართული ვერსია გამოქვეყნდება, მიხვდებით, თუ საიდან არის გადაწერილი.
წინასაარჩევნოდ მსგავსი თემების წინ წამოწევა არის მორიგი უზნეო ნაბიჯი “ქართული ოცნების” მხრიდან - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მამუკა მდინარაძემ საკანონმდებლო ინიციატივა დააანონსა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.