თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბი მოხდა - არიან დაშავებულები და დაკავებულები
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე, რესტორანში, "სტუმარი და მასპინძელი", ჩხუბი იყო. თვითმხილველების ინფორმაციით, სიტყვიერი შელაპარაკება ჯერ რესტორნის შიდა ტერიტორიაზე დაიწყო, შემდეგ კი გარეთ გადმოინაცვლა, სადაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
როგორც თვითმხილველის მიერ მოწოდებულ ვიდეომასალაში ჩანს, ფიზიკურ დაპირისპირებაში არაერთი პირი მონაწილეობდა.
თვითმხილველების ცნობითვე, დაპირისპირების შედეგად პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ასევე, ჩხუბის შედეგად, სავარაუდოდ, დაშავებულებიც არიან.