თეგებით ძიება

"ყოველთვის მიჭირს შევეგუო კარგი ადამიანის წასვლას ამ ქვეყნიდან“ - ნინო სურგულაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

პედაგოგი, მუსიკოსი დოდო ცინცაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე ავრცელებს და სამძიმრის წერილს საჯაროდ აქვეყნებს.

"ყოველთვის მიჭირს შევეგუო კარგი ადამიანის წასვლას ამ ქვეყნიდან. ქალბატონი დოდო ცინცაძე გარდაიცვალა. საოცარი პედაგოგი, მუსიკოსი და პიროვნება. არასოდეს არ დამავიწყდება მასთან სახლში ჩვენი ფორტეპიანოს გაკვეთილები, მიუხედავად იმისა რომ ათწლედში არ ვსწავლობდი მასთან მქონდა პატივი ერთი პერიოდი მემეცადინა. იგი ყოველთვის ღიმილიანი მხვდებოდა და ყოველთვის მგულშემატკივრობდა ისევე, როგორც მის მიერ აღზრდილ ძალიან ბევრ მუსიკოსსა და ახალგაზრდას.

ასეთი ადამიანები არ უნდა მიდიოდნენ. მადლობა ღვაწლისთვის და ადამიანობისთვის!

ვიზიარებ ქალბატონი დოდოს ოჯახის და ყველა მისი ახლობლის მწუხარებას.

ღმერთმა გაანათლოს მისი უკვდავი სული“, - წერს ნინო სურგულაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა