თეგებით ძიება

"მიჭირს აზრებს მოვუყარო თავი…“ - ნიკოლოზ რაჭველი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

დირიჟორი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში მუსიკოს, დოდო ცინცაძის გარდაცვალებას ეხმაურება.

"დდ (დეიდა დოდო) ასე ამთავრებდა მოწერილ ტექსტს… უძვირფასესი იყო ჩემთვის, ძალიან ძვირფასი…

რამოდენა ამაგი გასწია თითოეული მისი მოსწავლის მიმართ და როგორი ვალმოხდილი წავიდა ქართული საშემსრულებლო ხელოვნების წინაშე!!! 

მე ათწლედელი არ ვარ და შესაბამისად დოდო ცინცაძის აღზრდილთა შორის არ ვიყავი, მაგრამ ძალიან ბევრი რამ დამრჩება მისგან მოსაგონრად… 

უპირველესად კი ისეთი თანადგომა (არაერთმა კოლეგამ ზურგი რომ შემაქცია განსაკუთრებით მაშინ!), ისეთი უკომპრომისობა საკუთარი მტკიცე მოსაზრებებისადმი და ისეთი სიკეთე, ჩემს ირგვლივ ძალიან ცოტას რომ შეუძლია ასე უშურველად გასცეს… 

ახალი გაგებული მაქვს მისი წასვლის ამბავი და მიჭირს აზრებს მოვუყარო თავი… 

ვუთანაგრძნობ ჩემს უძვირფასეს მეგობრებს ნინოს, თათას და აკას, მის ოჯახსა და ათწლედს, მოსწავლეთა დიდ არმიას, რომლებიც მისი დამსახურებით ღირსეულად ემსახურებიან მუსიკას!

დეიდა დოდო 

დიდი მადლობა ყველაფრისათვის", - წერს ნიკოლოზ რაჭველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა