თეგებით ძიება
01. 03. 2024 მსოფლიო

საქართველო კვლავ "ნახევრად თავისუფალი" ქვეყანაა

Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ "ნახევრად თავისუფალი" ქვეყანაა. საერთაშორისო ორგანიზაციამ ქვეყანას 100-დან 58 ქული მიანიჭა. 

დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელიც ევრაზიის რეგიონს ეხება, საუბარია ე.წ. რუსულ კანონზე, რომლის მიღებასაც ქართული ოცნება გასული წლის მარტში გეგმავდა, თუმცა მოქალაქეთა პროტესტის გამო მმართველ პარტიას კანონის უკან გაწვევა მოუწია.

ანგარიშში წერია, რომ ე.წ აგენტების კანონის მიღება მნიშვნელოვნად შელახავდა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. სწორედ 2023 წელს განვითარებული მოვლენების საფუძველზე საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოს პოლიტიკური უფლებების კუთხით 40-დან 22 ქულა მიანიჭა, სამოქალაქო უფლებების კუთხით კი 60-დან 36.

გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ ე.წ. რუსული კანონის ანულირების მიუხედავად, მმართველი პარტიის დეპუტატებმა კანონმდებლობის შესაძლო ხელახალი წარდგენა დააანონსეს. 

"რეგიონის მასშტაბით რეპრესიული მთავრობები მოსკოვის მაგალითს მიჰყვებოდნენ, ისეთი კანონების ინიციირებით ან ამოქმედებით, რომლებიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს "უცხო აგენტებად" უწოდებდნენ. 2023 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობა ცდილობდა მიეღო კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად შელახავდა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. კანონპროექტი გაუქმდა მოწინააღმდეგეების მასიური საჯარო დემონსტრაციების შემდეგ, თუმცა მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ კანონმდებლობა შეიძლება ხელახლა წარადგინონ საჯარო კონსულტაციების შემდეგ", - წერს Freedom House.

საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში ევრაზიის რეგიონს ეხება, საქართველოს შესახებ ანგარიში კი ჯერჯერობით გამოქვეყნებული არაა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა