თეგებით ძიება
01. 03. 2024 ვიდეო

ვრცელდება ოთო ცინდელიანის ვიდეო მისი სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას

ლილოში 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ვაიტაშვილმა გამოაცხადა.

როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობა ბრალდებულის დანაშაულს ასაბუთებს.

მისი თქმით, მოკლულ გოგონას 59 ჭრილობა აქვს მიყენებული და ყველა მათგანი სიცოცხლისდროინდელია.

მისივე განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან როგორც მიმალვის, ისე შემდგომი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეც არსებობს.

ნახეთ ვიდეო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა