თეგებით ძიება
01. 03. 2024 მსოფლიო

ფრედი მერკურის სახლი 38 მილიონ დოლარად იყიდება

როკ-ლეგენდის, ფრედი მერკურის, ლონდონში მდებარე რეზიდენცია აუქციონზე 38 მილიონ დოლარად გაიტანეს. 

რეზიდენცია Garden Lodge-ი დასავლეთ ლონდონში, კენსინგტონში მდებარეობს, სადაც Queen-ის სოლისტი 11 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. უძრავი ქონება მერკურიმ 1980 წელს შეიძინა. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, არქიტექტორ-დიზაინერთან რობინ მურ ედთან თანამშრომლობით, როკვარსკვლავმა სახლის ინტერიერი განაახლა.

„[მერკურმა] ინტერიერის განახლებისთვის საუკეთესო მასალები გამოიყენა და დიზაინი პირადი გემოვნების მიხედვით შექმნა. მომღერალმა საკუთარი სახლი ისე დააპროექტა, რომ ის დასამახსოვრებელი, მიმზიდველი ადგილი ყოფილიყო, რომელიც ასახავდა მის ენერგიულ პიროვნებას და ეკლექტურ ხედვას“, - ნათქვამია აუქციონის სახლის Sotheby's-ის პრესრელიზში. 

სასადილო შეღებილია ყვითლად, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მერკურის საყვარელი ფერი იყო. სასტუმრო ოთახიდან, სადაც ის როიალი დგას, რომლითაც მერკურიმ  „ბოჰემური რაფსოდია“ პირველად შეასრულა, ჩანს მაგნოლიის ხეივანი და „აღმოსავლური ელემენტებით“ შექმნილი წყლის ფანტანები. 

1991 წელს, გარდაცვალების შემდეგ, მერკურიმ მთელი ქონება თავის ახლო მეგობარსა და მეურვეს, მერი ოსტინსს, უანდერძა, რომელიც მომღერალს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უვლიდა. მერი ოსტინსი ამჟამად 72 წლისაა. 2023 წლის ივნისის დასაწყისში Sotheby's აუქციონის სახლმა გასაყიდად გაიტანა მერკურის 1400-მდე ნივთი. ოსტინსის თქმით, ის 25 წელია Garden Lodge-ის გაყიდვაზე ფიქრობს.

”ეს სახლი ყველაზე გამორჩეული სამახსოვრო ადგილია, რადგან ყველა ოთახში სიყვარული და სითბო იგრძნობა. აქ ცხოვრება სასიამოვნო იყო და ბევრი თბილი მოგონება დამრჩა. ახლა Garden Lodge-ი უკვე ცარიელია და იმ დროში დავბრუნდი, როდესაც ის [მე და ფრედიმ] პირველად ვნახეთ. როდესაც ზღაპრულ მწვანე კარში შევაბიჯეთ, ვიგრძენით, რომ ის სიმშვიდის ადგილი იყო - ნამდვილი ხელოვანის სახლი და ახლა დადგა დრო, რომ ეს სიმშვიდე შემდეგმა მფლობელმა შეიგრძნოს”, - თქვა ოსტინსმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა