თეგებით ძიება

მამუკა ხაზარაძე არის პოლიტიკური გოიმი, რომელსაც ხან თანაგუნდელები წეწავენ, ხან - კოორდინატორები - იაგო ხვიჩია

მამუკა ხაზარაძე არის პოლიტიკური გოიმი, რომელსაც ხან თანაგუნდელები წეწავენ, ხან - კოორდინატორები და თავიდან ბოლომდე აცდენილია პოლიტიკურ რეალობას, რომელიც ქვეყანაშია. ეს გამოიხატება თუნდაც მის უგემოვნო, ბანალურ ხუმრობაში, მოსაწევი კი არა, საფერავი დალიეთო, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა ,იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩია გამოეხმაურა „ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა: „გირჩს" ერთხელ ვურჩიე, რაღაცების მოწევის ნაცვლად, საფერავი დალიონ. გაიარეთ, რა, თუ ძმები ხართ, ვის რაში სჭირდებით".

„ეს რომ სამეგობროში ვინმეს ეხუმრა, ხომ გავიცინებდით, ოღონდ ხუმრობის გამო სიცილი კი არ იქნებოდა, არამედ იმ ადამიანის დაცინვა, ვინც ასეთი სულელური, ბანალური ხუმრობა მოიფიქრა. ჩემი აზრით, ხაზარაძე და „ლელო" არაფერს ცდილობენ გააზრებულად, მათ მხოლოდ ემოციური ინსტიქტები აქვთ. სამწუხაროდ, მათ არ აქვთ ინტელექტი, მიხვდნენ რა პროცესში არიან და რა პროცესზე რა გავლენას ახდენენ. დავით უსუფაშვილს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მას არ უჯერებენ. ხაზარაძეს კი ნაღდად არ აქვს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კიდევ ერთ კითხვაზე, რატომ გაბრაზდა „გირჩზე" ხაზარაძე, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა:

„ჩემი აზრით, გააბრაზა საკუთარმა სისულელემ, როდესაც არასწორი პოზიცია დაიჭირეს მნიშვნელოვან კანონზე და, ფაქტობრივად, დედის გინებას ისმენენ ამომრჩევლებისგან ყველა კომენტარის ქვეშ, მათ შორის, სრულიად სამართლიანს. აქამდე აიმედებდნენ ხალხს, პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს, ამნისტიას უჭერდნენ მხარს, ამ იდეის ლობისტები იყვნენ. ამნისტიის კანონპროექტი რომ მოვიდა, უცებ თქვეს, ხალხი არაა გამოსაშვები ციხიდანო. თურმე მურუსიძის სასამართლო მაშინ იტყუება, როცა ხაზარაძეს თაღლითს ეძახის, მაგრამ საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას რომ ასამართლებს და 10 000 კაცი ზის ციხეში, 5 000-ის ნაცვლად, მაშინ მართალი, სამართლიანი ყოფილა. ამ ლოგიკით მოძრაობს „ლელო" და ამიტომაც ვეძახი პოლიტიკურ გოიმებს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა