1 მარტი სამოქალაქო თავდაცვის მსოფლიო დღეა
1 მარტს სამოქალაქო თავდაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე პირველად 1990 წლის დეკემბერში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) დაამტკიცა, რომლის მიზანია გლობალურ თუ ეროვნულ დონეზე გაზარდოს საზოგადოების ცნონბიერება სამოქალაქო თავდაცვის მნიშვნელობაზე.
ეფექტური სამოქალაქო თავდაცვა უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას როგორც მშვიდობის, ასევე კრიზისულ/საომარ მდგომარეობებში. დასავლური სამყაროს მთავრობებმა, სამოქალაქო თავდაცვის სისტემების გამოყენება ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) პერიოდში დაიწყეს. ამ დღეს პატივს მიაგებენ გმირებს, რომლებმაც თავი გასწირეს სამოქალაქო თავდაცვისთვის და კიდევ ერთხელ გამოხატავენ მზადყოფნას კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლაში, ძლიერი სამოქალაქო თავდაცვის სისტემის გამართვის გზით.