თეგებით ძიება

კახეთში არასრულწლოვანს ეძებენ - ოჯახის თქმით, 13 წლის გოგო თანასოფლელმა, 16 წლის ბიჭმა მოიტაცა

ორ­მუ­ღან­ლო­ში მე­ო­რე დღეა ორ არას­რულ­წლო­ვანს ეძე­ბენ. მო­ზარ­დე­ბი 28 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ არა­ვის უნა­ხავს. ად­გილ­ზე ჰყვე­ბი­ან, რომ 13 წლის გოგო და 16 წლის ბიჭი მე­ზობ­ლე­ბი არი­ან და მათ ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­დათ.

სო­ფელ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი ოჯა­ხის შექ­მნის მიზ­ნით გა­ი­პარ­ნენ. გო­გოს ოჯა­ხი კი ამ­ბობს, რომ მათ შვილს გა­თხო­ვე­ბა არ უნ­დო­და და შე­საძ­ლოა ის მო­ი­ტა­ცეს.

"ჩემი შვი­ლი 13 წლის არის და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მა­გის გა­თხო­ვე­ბა. ვფიქ­რობ მო­ი­ტა­ცეს. მაგ ოჯახს ჩემი შვი­ლი რძლად უნ­დო­და და არ გა­ვა­ტა­ნეთ. პო­ლი­ცი­ამ ვე­ძებ­თო, მაგ­რამ სად არი­ან ამ­დე­ნი ხანი. არა მგო­ნია თა­ვი­სი ნე­ბით გაჰ­ყო­ლო­და" - ამ­ბობს გო­გოს მამა. ბი­ჭის ოჯა­ხი მე­დი­ას­თან დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რობს.

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 143-ე თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით მომ­დი­ნა­რე­ობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა