ზელენსკი სომხეთსა და აზერბაიჯანში არ ჩავა - სომხური მედია
სომხური გამოცემის, Radar Armenia-ს მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში გაუქმებულია.
გამოცემა წერს, რომ ზელენსკი არც სომხეთსა და არც აზერბაიჯანში არ ჩავა, რადგან ბაქომ ვიზიტი გააუქმა.
ბაქოს მხრიდან ვიზიტის გაუქმების მიზეზი უცნობია.
მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზელენსკი სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტს გეგმავდა.