თეგებით ძიება
01. 03. 2024 მსოფლიო

რა ხდება მოსკოვში, ალექსეი ნავალნის დაკრძალვაზე (ვიდეო)

 დღეს 1 მარტს, მოსკოვის დროით 14:00  საათზე, რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ვლადიმერ პურინის პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლის ალექსეი ნავალნის დაკრძალვის ცერემონიალი დაიწო. ნავალნის 16:00 საათზე მოსკოვის ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ალექსეი 47 წლის ასაკში, 16 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. უკანასკნელ წლებში პოლიტიკოსი პატიმრობაში იმყოფებოდა. მის მოულოდნელ სიკვდილს ციხეში, მკვეთრი საერთაშორისო რეაქციები მოჰყვა. გაჭიანურებული პროცესის შემდეგ ოჯახს გადასცეს ცხედარი, თუმცა როგორც პოლიტიკოსის დედა ამბობს მოსთხოვეს დაკრძალვა ხმაურის გარეშე. მიუხედავად ამისა მოსკოვში მრავალი ადამიანი შეიკრიბა ალექსეი ნავალნისთან გამოსამშვიდობებლად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა