თეგებით ძიება

„ეს კანონი, არ არის მორგებული არც ცხოველებზე და არც მათ მეპატრონეებზე“ - ზურაბ შენგელია

„ეს კანონი, არ არის მორგებული არც ცხოველებზე და არც მათ მეპატრონეზე“, - ამის შესახებ კინოლოგმა, ზურაბ შენგელიამ, შინაური ცხოველების შესახებ ახალ კანონპროექტზე საუბრისას, TIA.GE-სთან განაცხადა.

„ეს კანონი, არ არის მორგებული არც ცხოველებზე და არც მეპატრონეზე, რადგან თუ მე მყავს ცხოველი და შემდგომ ის გამრავლდა, გამოდის რომ ეს კანონი მე, როგორც მეპატრონეს, მიკრძალავს მასზე ზრუნვას. დაჯარიმების შიშით, შესაძლოა, ცხოველების გაანდგურების ფაქტებმა მოიმატოს“, - აცხადებს შენგელია.

მისივე თქმით, მხოლოდ მიუსაფარი ძაღლებს სტერილიზაცია გამოსავალი  არ არის და არსებული პრობლემები აუცილებლად კინოლოგთა კლუბებთან ერთად უნდა გადაიჭრას.

„მხოლოდ სტერილიზაცია საკითხის გადაჭრის ერთადერთი გზა არ არის... მერიასთან ერთად ეს საკითხი უნდა გადაჭრას კინოლოგთა კლუბებმა, რაც ჩვენთან სამწუხაროდ არ მუშაობს“, - ამბობს შენგელია.

იგი მიუსაფარი ცხოველების უკონტროლო გამრავლებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საზოგადოებას აკისრებს და ამბობს, რომ ცხოველებზე ზრუნვა შვილებს პატარაობიდან უნდა ჩავუნერგოთ. 

„ცხოველებთან მიმარტებით, პირველ რიგში, საზოგადოების ცნობიერება უნდა ამაღლდეს. ჩვენი ცნობიერი უნდა მივიდეს იქამდე, რომ ცხოველი როცა იბადება, მას აქვს საკუთარი უფლებები და ჩვენი არ/ ვერ მოვლით ვარღვევთ მის უფლებებს. ჩვენ პატარაობიდანვე უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს ცხოველების სიყვარული და მათზე ზრუნვა, თუმცა, რა თქმა უნდა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. ჩემი აზრით, უნდა ჩამოყალიბდეს გარკვეული სტრუქტურები, რომლებიცუზრუნველყოფს და აიღებს პასუხისმგებლობას მიუსაფარი ცხოველების გამრავლებაზე.

რაც შეეხება კანონპროექტს, მე მასში ბევრ რამეს შევცვლიდი... მაგალითად, შევცვლიდი იმ ნაწილს, სადაც წერია, რომ ნასამართლევ ადამიანს არ შეუძლია ცხოველის ყოლა, როგორ ცხოველზე ზრუნვას ადამიანს კანონით უკრძალავდე?... ზოგადად, ახალი კანონპროექტები მეტად უნდა იყოს მორგებული ჩვენს რეალობაზე და ეს არ უნდა ხდებოდეს საზოგადოებაში შიშის ჩანერგვის ხარჯზე“, - განაცხადა შენგელიამ TIA.GE-სთან.

ავტორი : ნინო სილაგაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა