თეგებით ძიება
01. 03. 2024 მსოფლიო

ალექსეი ნავალნი დაკრძალეს

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ბორისოვის სასაფლაოზე ცოტა ხნის წინ დარკძალეს.

დაკავების რისკისა და უდაფრთხოების გაძლიერებული ზომების მიუხედავად, მოქალაქეთა დიდი ნაწილი დილიდან ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძართან შეიკრიბა, სადაც პანაშვიდი მიმდინარეობდა. ისინი ნავალნის დედას, ლუდმილა ნავალნაიას ერთდროულად უხდიდნენ მადლობას და ბოდიშს.

ადგილზე მოქალაქეების რამდენიმე კილომეტრიანი რიგი იდგა. უმეტესობამ ტაძარში შესვლა ვერ მოახერხა, რადგან ნავალნის პანაშვილი ერთ საათს გაგრძელდა და სამართალდამცავები ეკლესიაში ხალხს რიგრიგობით უშვებდნენ.

ეკლესიაში იმყოფებოდნენ რუსი პოლიტიკოსები, ბორის ნადეჟდინი და ეკატერინა დუნცოვა, ასევე უცხოელი დიპლომატები. ტაძართან მივიდნენ აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებიც. 

16 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა