თეგებით ძიება
01. 03. 2024 მსოფლიო

"მადლობა 26-წლიანი ბედნიერებისთვის" - ნავალნის ცოლის გამოსამშვიდობებელი წერილი

"მადლობა 26-წლიანი ბედნიერებისთვის... ვეცდები, გაგახარო და ჩემით იამაყო..." - ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია, ქმრის დაკრძალვის შემდეგ, გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს. 

"ლიოშა, მადლობა 26-წლიანი აბსოლუტური ბედნიერებისთვის. კი, თუნდაც ბოლო 3 წლის ბედნიერებისთვის. სიყვარულისთვის, მუდმივი მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რომ ციხიდანაც კი იცინოდი და იმისთვის, რომ ყოველთვის ჩემზე ფიქრობდი. 

არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო შენს გარეშე. მაგრამ, ვეცდები, გაგახარო და ჩემით იამაყო. არ ვიცი, ამას მოვახერხებ თუ არა, მაგრამ ვეცდები. 

ერთ დღეს აუცილებლად შევხვდებით. იმდენი უთქმელი ისტორია მაქვს შენთვის, ტელეფონშიც კი შენახული მაქვს იმდენი სიმღერა, სულელური და სასაცილო, ზოგი, გულწრფელად რომ გითხრა, საშინელი სიმღერაა, მაგრამ ისინი ჩვენზეა და ძალიან მინდოდა, მოგესმინა. მე კი, ძალიან მინდოდა მეყურებინა, როგორ მოუსმენდი მათ, გაიცინებდი და მერე ჩამეხუტებოდი. 

მიყვარხარ სამუდამოდ... მშვიდად განისვენე". - წერს იულია ნავალნაია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა