რას ამბობს კახეთში გატაცებული 13 წლის გოგოს მამა? - ვიდეო
იორმუღანლოში მეორე დღეა ორ არასრულწლოვანს ეძებენ. მოზარდები 28 თებერვლის შემდეგ არავის უნახავს. ადგილზე ჰყვებიან, რომ 13 წლის გოგო და 16 წლის ბიჭი მეზობლები არიან და მათ ერთმანეთი უყვარდათ.
სოფელში ამბობენ, რომ ისინი ოჯახის შექმნის მიზნით გაიპარნენ. გოგოს ოჯახი კი ამბობს, რომ მათ შვილს გათხოვება არ უნდოდა და შესაძლოა ის მოიტაცეს.
"ჩემი შვილი 13 წლის არის და როგორ შეიძლება მაგის გათხოვება. ვფიქრობ, მოიტაცეს. მაგ ოჯახს ჩემი შვილი რძლად უნდოდა და არ გავატანეთ. პოლიციამ, ვეძებთო, მაგრამ სად არიან ამდენი ხანი. არა მგონია, თავისი ნებით გაჰყოლოდა" - ამბობს გოგოს მამა. ბიჭის ოჯახი მედიასთან დეტალებზე არ საუბრობს.
ფაქტზე გამოძიება 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მომდინარეობს.